ეკონომიკა
"მანავი-13"-ის დათვალიერება
საქართველოს ვიცე პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი და შპს „ნინოწმინდის ნავთობკომპანიის“ წარმომადგენელმა საქართველოში კლიფორდ აიზეკმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ მანავის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის საძიებო ჭაბურღილი „მანავი-13“ დაათვალიერეს. აღნიშნული ჭაბურღილი არსებულ ტერიტორიაზე ნავთობის პერსპექტიულობის განსასაზღვრავად 4500 მეტრ სიღრმეზე იბურღება. ჭაბურღილის სავარაუდო ღირებულება 21 მლნ დოლარს აჭარბებს. ბურღვას ინვესტორის დაკვეთით შეასრულებენ ისეთი წამყვანი კომპანიები როგორიცაა „გრეი ვულფი“, „შლუმბერჟე“ და „ჰალიბარტონი“. შპს „ნინოწმინდის ნავთოკომპანია“ საქართველოში 1996 წლიდან მოქმედებს და მოიცავს საქართველოს ტერიტორიის XIE და XIF სალიცენზიო ბლოკებს. კომპანიის აქტივებს მართავს ბრიტანული და ჰოლანდიური ნავთობისა და გაზის კომპანიები „კანარგო ლიმიტედი“ და „ემ.ენ.დი. ჯორჯია ბი.ვი“. სალიცენზიო ბლოკების საეთო ფართობი 108 კმ2-ია და მოიცავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტს. კომპანიამ 1996-2014 წლებში საქართველოში 211 მლნ 800 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
| Print |
FaceBook Twitter Google