ეკონომიკა
ვის შეუძლია ორი წლის დაუბეგრავი მინიმუმის აღება?
ხვალიდან დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად რეგისტრაცია იწყება. სსიპ შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ თუ 2014 წელს მიღებული თქვენი ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში უფლება გაქვთ მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოთ 360 ლარი. ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი. ამ მიზნით, 2015 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, საშუალება გეძლევათ შეავსოთ დეკლარაცია, პირადი ნომრის მითითებით გაარკვიოთ, სარგებლობთ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შემდეგ შეავსოთ ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოთ თქვენთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა. ამასთან, თუ თქვენ 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე არ გისარგებლიათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა. თუ თქვენ არ მიეკუთვნებით დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა კატეგორიას, დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ ვეღარ განაგრძობთ დეკლარაციის შევსებას და ამის შესახებ სისტემა გაცნობებთ. დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან/და მითითებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, თქვენ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრს შემდეგ ნომერზე: (995 32) 22 99 299 ან მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it . ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ ხშირად დასმულ კითხვებს.
| Print |
FaceBook Twitter Google