ეკონომიკა
სემეკი მოქალაქეებს ახალ გამარტივებულ მომსახურებას სთავაზობს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ვებ გვერდზე ახალი სერვისი აამოქმედა. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების საფასურის გამოანგარიშება და პროცედურების შესახებ ინფორმაციების მიღება მომხმარებელს დღეიდან გამარტივებულ რეჟიმში შეეძლება. კომისიის ვებ გვერდზე (WWW.GNERC.ORG) მოცემულია შესაბამისი დირექტორია „ქსელზე მიერთების საფასური“, რომელშიც განთავსებულია კალკულატორი. კალკულატორი იძლევა საშუალებას მოქალაქეებმა აირჩიონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების პაკეტები. გამოიანგარიშონ მომსახურების საფასური და შესაბამისი სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები. ინფორმაცია მოცემულია როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის.
| Print |
FaceBook Twitter Google