ეკონომიკა
პილიგრიმული ტურიზმი კახეთში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რელიგიური ტურიზმის განვითარებას გეგმავს და ამ მიზნით პილიგრიმულ კატალოგზე მუშაობს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას მოიცავს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, კატალოგის საშუალებით მოგზაურები და დაინტერესებული პირები კულტურული ძეგლების, საეკლესიო არქიტექტურის, ფრესკული მხატვრობის, სიწმინდეებისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტ დავითთან ერთად კახეთის პილიგრიმული მარშრუტი მოინახულა. მათ უჯარმის ციხე-ქალაქი და ეკლესია, შუამთის, იყალთოს და ალავერდის მონასტერი დაათვალიერეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეპარქიაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო, რომელიც პილიგირიმული ტურიზმის განვითარებასაც გულისხმობს. გიორგი ჩოგოვაძემ და მიტროპოლიტმა დავითმა პილიგრიმული ტურიზმის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
| Print |
FaceBook Twitter Google