ეკონომიკა
კონდოლში ყურძნის სათბური გაიხსნა
8 აპრილს სოფელ კონდოლში სუფრის ყურძნის წარმოების ხელშეწყობის მიზნით სათბური გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ACF Internnational (ფონდი “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ”) კონსორციუმის პარტნიორ ორგანიზაციებთან (OXFAM, RCDA, ELKANA) ერთად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში” ახორციელებს. პროექტის ძირითადი მიზანია, ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერთა ჯგუფების კოოპერატივების წარმოებისა და საექსპორტო ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ტარიელ კაციაშვილის სუფრის ყურძნის საცდელი მეურნეობა დაფინანსდა. სათბურის გახსნას თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე – ზურაბ სვიმონიშვილი გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო. მისი განცხადებით, “ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურეობისა და სოფლის განვითარებისთვის” აღნიშნულ პროექტს საქართველოს 13 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტში ახორციელებს.
| Print |
FaceBook Twitter Google