ეკონომიკა
პრემიერი კახელ ბიზნესმენებს შეხვდება
დღეს, პროექტ "ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კახეთის რეგიონს ეწვევა. 13:30 საათზე სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში პრემიერი „დელტას“ ხელმძღვანელობასთან ერთად სეტყვის საწინააღმდეგო რადარს და საცეცხლე დანადგარს დათვალიერებს. 15:00 საათზე მთავრობის მეთაური სიღნაღში (სასტუმროში „კაბადონი“) კახელ ბიზნესმენებს შეხვდება და კახეთის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას გამართავს. პრემიერთან ერთად კახეთში პრეზენტაციას ეკონომიკის და თავდაცვის მინისტრები დაესწრებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google