ეკონომიკა
„სერპანტინი“ ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობს [Photo]
შპს „საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია „სერპანტინმა“ დანაპირები შეასრულა და გამოთბა თუ არა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ ფეიქრიშვილი speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს, ხარვეზების გამოსწორების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და მალე დასრულდება. „ხარვეზების გამოსწორება საზედამხედველო სამსახურთან ერთად ხდება. აქტი გაკეთებულია, მოინიშნა აქერცლილი ადგილები, რომელიც ზამთარში მარილის დაყრის გამო დაზიანდა და ბიტუმით იყო გადაკერილი. ამ ეტაპზე მოიხსნა დაზიანებული ასფალტის საფარი, მოიფრეზა, შემდეგ მოხდა მისი წებო-ემულსიით დამუშავება, რის შემდგომაც მოხსნილი საფარი წვრილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონით შეივსება. მაგასაც გავაკეთებთ, გადავაგებთ ახალ ასფალტს და ობიექტზე აღარაფერი პრობლემა აღარ იქნება“, - განაცხადა ზურაბ ფეიქრიშვილმა. მისივე თქმით, მთლიანი გზის მხოლოდ პატარა მონაკვეთია დაზიანებული, რომელიც დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრს შეადგენს. „ხარვეზების ადგილები ზუსტად არ მახსოვს, თუმცა დაზიანება სულ 300 კვ.მ-ია, რაც თავის მხრივ ტრაგედია არ არის. 15- 20 ათას კვადრატულ მეტრზე ამ მასშტაბის ხარვეზი ნორმალურია“. კომპანია სერპანტინი სამუშაოებს დღის აქტიურ მონაკვეთში ახორციელებს. გურჯაანის ცენტრში მოძრავი ავტომობილები „მოძრაობის აკრძალვის“ ნიშანს არ ემორჩულებიან და დაზიანებულ მონაკვეთზე მაინც გადადიან. ზურაბ ფეიქრიშვილი განმარტავს, რომ მსგავსი პრობლემა გურჯაანში ყოველთვის იყო, თუმცა კომპანია მაინც ახერხებდა მუშაობას. ჩვენს კითხვაზე: რამდენად დააზიანებს ახლადდაგებულ ასფალტს ავტომობილების ასეთი მოძრაობა, „სერპანტინის“ დირექტორი გვარწმუნებს, რომ ამის საშიშროება არ არსებობს. „ახალდაგებულზე მანქანებივერ შევლენ. თუმცა, ასეც რომ იყოს, პრობლემა მაინც არ არსებობს. ასფალტის ახალი საფარი საკმაოდ მძიმეწონიანი ვიბროსატკეპნით მუშავდება, რის შემდეგაც ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილი ვერაფერს დააკლებს“. შეგახსენებთ, რომ ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის ცხრაკილომეტრიანი მონაკვეთი, პროექტის დასრულებამდე დაზიანდა. ხარვეზების აღმოფხვა კომპანია „სერპანტინმა“ დროებით ბიტუმის გამოყენებით მოახერხა. რეაბილიტირებული მონაკვეთი ქ. გურჯაანის ტერიტორიაზე იწყება და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზის მიერთებაზე მთავრდება. პროექტის ფარგლებში აღდგა საგზაო საფარი, გაიწმინდა და შეკეთდა გვერდულები, მოეწყო კიუვეტები, მილები და ტროტუარები. განხორციელდა სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. რეაბილიტირებული გზით კახეთის რეგიონის რამდენიმე სოფლის- ჭანდრის, ვეჯინის, კოლაგისა და ბაკურციხის მოსახლეობა სარგებლობს. სამუშაოებზე 65 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5 მილიონ 444 ათასი ლასი შეადგინა. კომპანიამ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2015 წლის მარტში დაასრულა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.