ეკონომიკა
უვარგისი კარტოფილი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება
16 აპრილს სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთიდან, 27 000 კგ კარტოფილით დატვირთული მანქანა შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, პირველადი შეფასებით, ტვირთში კარტოფილის საკარანტინო მიკროორგანიზმის - Ralstonia solanacearum - მურა სიდამპლის არსებობაზე მიუთითეს. უწყების ინფორმაციით, საკარანტინო ობიექტის იდენტიფიკაციისა და დადასტურების მიზნით, ნიმუში სპეციალურ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიულმა კვლევამ კარტოფილის ნიმუშებში, საკარანტინო მიკროორგანიზმი Ralstonia solanacearum - კარტოფილის მურა სიდამპლე დაადასტურა. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება.
| Print |
FaceBook Twitter Google