ეკონომიკა
ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილეები გამოვლინდა
ახალი ღვინის ფესტივალის საოჯახო მარნების შესარჩევი ეტაპი დასრულდა. წელს ფესტივალში საოჯახო მარნების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენილი იქნება 55 მწარმოებლის 72 დასახელების ღვინო კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და რაჭიდან. ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ. 25 აპრილს „საქართველოს ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, მცხეთის რ-ნის სოფ. ჩარდახში, იაგოს მარანში, ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე საოჯახო მარნების შესარჩევი დეგუსტაცია გაიმართა. თერთმეტკაციანმა მაღალკვალიფიციურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო ენოლოგებით, მეღვინეებით, მევენახეებით, ღვინის მწერლებითა და ენთუზიასტებით, ფესტივალისთვის დარეგისტრირებული 110 ღვინიდან უმეტესობას დადებითი შეფასება მისცა. კომისიის წევრები იყვნენ: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი - გოგა თევზაძე, „საქართველოს ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი - მალხაზ ხარბედია, ახალი ღვინის ფესტივალის დირექტორი - იაგო ბიტარიშვილი, ენოლოგები - კახა ჭოტიაშვილი, ნიკოლოზ ნატროშვილი, ვანო შიუკაშვილი, მიხეილ მესხი, ჟურნალისტი, ღვინის მწერალი - ალეკო ცქიტიშვილი, ღვინის კლუბის წევრები და ღვინის ენთუზიასტები - ვანო სტეფანაშვილი და ავთანდილ კობახიძე. „საქართველოს ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია აღნიშნავს, რომ საოჯახო მარნების მიერ გასულ წელს წარმოდგენილ ნიმუშებთან შედარებით წლევანდელ ღვინოებში ხარისხი, შედარებით, მაღალია. გარდა ამისა, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ქვევრის ტრადიციულ მეთოდს. გამოიკვეთა საკმაოდ აქტუალური და ტიპური პრობლემებიც, რომელთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია ღვინის წარმოების პროცესში ჰიგიენის ნორმების დაცვასთან. მალხაზ ხარბედიას თქმით, პრობლემების აღმოჩენისას კომისიის მიდგომა, შესაძლოა, ოდნავ ლიბერალური იყო, მცირედი პრობლემების მქონე ღვინოებმა, ძირითადად, გაიარეს შესარჩევი ეტაპი. თუმცა ხშირ შემთხვევაში ღვინო იხსნებოდა დეგუსტაციიდან, მაგალითად, თუკი ღვინოში რომელიმე დაავადება ცხადად იჩენდა თავს, ანდა თუკი ისეთი ჯიშების სახელით, როგორიც არის საფერავი, ან ალადასტური, წარმოდგენილი იყო ჰიბრიდული ღვინო, ასეთი ღვინო იხსნებოდა დეგუსტაციიდან; ხარბედიას თქმით, ახალი ღვინის ფესტივალის დასრულებიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში „საქართველოს ღვინის კლუბი“ სპეციალურ შეხვედრას მოაწყობს იმ მწარმოებლებთან, რომლებმაც შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახეს. განხილული იქნება როგორც ცალკეული ღვინოები, ასევე, ზოგადი პრობლემები, რომლებიც დეგუსტაციაზე გამოიკვეთა. ღვინის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრირებული ღვინოების უმეტესობას თეთრები წარმოადგენდა, რომელთა შორის ჭარბობდა რქაწითელი, კახური მწვანე, ჩინური და ცოლიკოური, წითლებიდან კი - უმეტესად, საფერავი და თავკვერი. გამოიკვეთნენ ახალი ღვინის ფესტივალის სტაბილური მონაწილეები - მერაბ მირცხულავა, გოგი დვალიშვილი, გიორგი რევაზაშვილი და სხვები. ის ღვინოები, რომლებმაც გადალახა შესარჩევი ეტაპი, წარმოდგენილი იქნება ახალი ღვინის ფესტივალზე, 9 მაისს, დედა ენის ბაღში, საოჯახო მარნების სივრცეში. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ახალი ღვინის ფესტივალი მეექვსედ გაიმართება. მასში საოჯახო მარნების (55 სუბიექტი) გარდა, მონაწილეობას იღებს ღვინის დიდი კომპანიები, მცირე მწარმოებლები, ასოციაციები და სხვა ორგანიზაციები (60-მდე სუბიექტი) - სულ 120-მდე სუბიექტი. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ უკვე დაწყებულია კინორეჟისორ ლევან კიტიას ფილმის ცალკეული ეპიზოდების გადაღებები ფესტივალის შესახებ, რომელიც ასახავს ღონისძიების ისტორიას დაარსებიდან დღემდე. ფილმი მალე წარდგება ფართო საზოგადოების წინაშე. გთავაზობთ ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და საოჯახო მარნების სრულ ჩამონათვალს, რომლებიც 2015 წლის 9 მაისს წარმოდგენილნი იქნებიან ახალი ღვინის ფესტივალზე, დედა ენის ბაღში: ღვინის კომპანიები და მცირე მწარმოებლები: 1. ავთანდილ ბედენაშვილის მანუფაქტურა კარდენახი 2. ასკანელი ძმები 3. ასოციაცია ქვევრის ღვინო • ალექსი ციხელიშვილის მარანი • ამირან ვეფხვაძის მარანი • არჩილ გუნიავას მარანი • ბექა გოცაძის მარანი • ზაზა დარსაველიძის მარანი • იბერიელი • კახა ბერიშვილის მარანი • მანდილი • მარიამ იოსებიძის მარანი • ნიკა ბახიას მარანი • ნიკოლაძეების მარანი • ნიკი ანთაძის მარანი • ჩვენი ღვინო 4. ბაბანეურის მარანი 5. ბაგრატიონი 6. გიუაანი 7. დერგი 8. დუგლაძეების ღვინის კომპანია 9. ვაზიანი კომპანი 10. ვაზი+ 11. V&D უსახელოურის მარანი 12. თბილღვინო 13. თელიანი ველი 14. თემი 15. იმერული ღვინის კომპანია 16. კახური, შპს 17. კახური ტრადიციული მეღვინეობა, შპს 18. კეროვანი 19. კორპორაცია ქინძმარაული 20. ლეთრე 21. ლუკასი 22. მანაველი 23. მეღვინეობა ხარება 24. ნაოტარი 25. ნაოტრები 26. ნიკალას მარანი 27. ოქროჯგუფი 28. პეტრიაანთ მარანი 29. პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები 30. საგვარეულო მარანი 31. საწნახელი 32. სიმონ ჩხეიძის მარანი 33. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 34. სტორი 35. ტიფლისსკი ვინნი პოგრებ 36. უსახელოურის ვენახები 37. ღვარძელაშვილის მარანი 38. ღვინის აკვანი 39. ღვინის ტურიზმის ასოციაცია 40. შალვინო 41. შატო თელავი 42. შუმი 43. ხოხბის ცრემლები 44. ჯაყელების ორგანული ღვინო და ვენახები 45. Drujba საოჯახო მარნები: თბილისი 1. სოლომონ თეთრაშვილი ღვინო: რქაწითელი 2. გიორგი ჩიხორია ღვინო: რქაწითელი 3. ვახტანგ მაჭარაშვილი ღვინო: რქაწითელი 4. ნუკრი რევიშვილი ღვინო: რქაწითელი ღვინო: კრახუნა კახეთი 5. ზაზა ბახსოლიანი ღვინო: რქაწითელი ღვინო: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი 6. გიგა ლოლაძე ღვინო: მუსკატური რქაწითელი 7. ზურაბ ზატუაშვილი ღვინო: რქაწითელი და კახური მწვანე 8. როსტომაანთ მარანი ღვინო: რქაწითელი ღვინო: საფერავი 9. მერაბ მირცხულავა ღვინო: საფერავი ღვინო: თავკვერი ღვინო: შავკაპიტო ღვინო: რქაწითელი - მწვანე კახური ღვინო: რქაწითელი 10. დავით კაპანაძე ღვინო: რქაწითელი ღვინო: მწვანე 11. ვასილ ნიკოლაშვილი ღვინო: საფერავი 12. ალექსანდრე კვერნაძე ღვინო: საფერავი ღვინო: ასურეთული შავი 13. ბიჭიკო ქოქიაშვილი ღვინო: რქაწითელი 14. ლევან ზურაშვილი ღვინო: რქაწითელი 15. გივი თავთეთრიშვილი ღვინო: საფერავი 16. მიხეილ მაძღარაშვილი ღვინო: კახური მწვანე 17. იოსებ ოქრომჭედლიშვილი ღვინო: საფერავი 18. პეტრე ბეწუკელი ღვინო: რქაწითელი 19. ერეკლე ლოლაძე ღვინო : საფერავი მუკუზანი ღვინო: საფერავი ხაშმი ღვინო: კახური მწვანე 20. ელგუჯა გოდერძიშვილი ღვინო: რქაწითელი 21. პავლე თავაძე ღვინო: ხიხვი 22. ვახტანგ ბერუაშვილი ღვინო: ქისი ღვინო: ხიხვი 23. გოჩა ღულელაური ღვინო: კახური მწვანე, რქაწითელი, ქისი ხიხვი 24. გიორგი ჩეკურიშვილი ღვინო: რქაწითელი, მწვანე 25. ბექა გრემელაშვილი, დავით გრემელაშვილი ღვინო: რქაწითელი (მწვანე 25%) 26. ნოდარ ჭიჭაშვილი ღვინო: საფერავი 27. გიორგი ოღრაპიშვილი ღვინო: საფერავი 28. მიხეილ დაბაისელი ღვინო: საფერავი 29. ალექსი ჭანკოტაძე ღვინო: რქაწითელი 30. გიორგი გაჩეჩილაძე ღვინო: ქისი, რქაწითელი 31. ქეთევან დუშუაშვილი ღვინო: საფერავი 32. ლაშა ჯანელიძე ღვინო: მანავის მწვანე 33. ბესიკ ფირცხელიანი ღვინო: ქისი, რქაწითელი 34. მამუკა ტერტერაშვილი ღვინო: მწვანე რქაწითელი 35. თამაზ სარიშვილი ღვინო: რქაწითელი, მწვანე 36. ალექს ბარდანაშვილი ღვინო: რქაწითელი 37. გიორგი გოგიჩაიშვილი ღვინო: რქაწითელი, მწვანე (გაფილტრული) ღვინო: რქაწითელი, მწვანე (გაუფილტრავი) 38. ვაჟა კასრელიშვილი ღვინო: საფერავი ქართლი 39. გიორგი რევაზაშვილი ღვინო: ატენური 40. თამაზ ალავიძე, გურამ ავქაფიშვილი ღვინო: რქაწითელი 41. ავთანდილ დარახველიძე ღვინო: ჩინური ღვინო: თავკვერი 42. ალექსანდრე ბერუაშვილი ღვინო: ჩინური 43. ივანე მაღლაფერიძე ღვინო: ჩინური (ქვევრის) 44. ივანე რამაზაშვილი ღვინო: ჩინური 45. გოგი დვალიშვილი ღვინო: ატენური, ჩინური, გორული მწვანე 46. გიორგი კუბლაშვილი ღვინო: ჩინური 47. ბექა ასლანიშვილი ღვინო: ჩინური 48. გიორგი ლაცაბიძე ღვინო: შავკაპიტო 49. რეზო ვასაძე ღვინო: თავკვერი ღვინო: რქაწითელი ღვინო: საფერავი ღვინო: კახური მწვანე 50. ილია თიგიშვილი ღვინო: ჩინური იმერეთი 51. ზურაბ ღვალაძე ღვინო: ცოლიკოური ღვინო: ციცქა-ცოლიკოური 52. ბაია აბულაძე ღვინო: ცოლიკოური-ციცქა 53. სევერიანე ღამბაშიძე ღვინო: ცოლიკოური რაჭა 54. კახაბერ ვახტანგაძე ღვინო: რაჭული თეთრა 55. შორენა პატარიძე ღვინო: მუჯურეთული, ალექსანდროული
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
ნებისმიერი ბიზნეს იდეა წარმატებულია, როცა სირთულეებს ვაღიარებთ,
მდგრადია ბიზნესი, რომელიც გამოწვევებს არ უშინდება, ხოლო ნებისმიერი
ნივთი ხელმისაწვდომი ხდება მაშინ, როცა შესაძლებლობებს სწორად
განვსაზღვრავთ.
ნებისმიერი ბიზნეს იდეა წარმატებულია, როცა სირთულეებს ვაღიარებთ, მდგრადია ბიზნესი, რომელიც გამოწვევებს არ უშინდება, ხოლო ნებისმიერი ნივთი ხელმისაწვდომი ხდება მაშინ, როცა შესაძლებლობებს სწორად განვსაზღვრავთ.
16:01 / 12.10.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 31 °C
img
საგარეჯო 15 / 28 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 32 °C
img
ლაგოდეხი 15 / 27 °C
img
ყვარელი 16 / 31 °C
img
თელავი 14 / 28 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.