ეკონომიკა
კახეთში დიოდური სანათების მონტაჟი დაიწყო
თვითმმართველი თემში აკურისა და იყალთოს დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე დიოდური სანათების სისტემის დამონტაჟება მიმდინარეობს. ამჟამად დიოდური სანათები (ენერგოდამზოგავი, LED განათების სისტემა) დამონტაჟდა ვარდისუბნისა და რუისპირის მონაკვეთზე. სამუშაოებს შ.პ.ს “ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახური” ახორციელებს. როგორც სამსახურის დირექტორმა დავით მეგუთნიშვილმა განაცხადა, ახალ სანათებს სამწლიანი გარანტია აქვს და ნაკლებ ელექტოენერგიას მოიხმარს. მისივე ცნობით, ნათურები სოფელ აკურიდან – იყალთოს ჩათვლით დამონტაჟდება, ხოლო ძველ სანათებს, რომლებიც ჯერ ისევ კარგ მდგომარეობაშია, დროებით სხვა სოფლებში დაამონტაჟებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google