ეკონომიკა
იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები კახეთში
იტალიური კალიის გამოვლენისა და საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტრანსსასაზღვრო კვლევები მიმდინარეობს. კვლევები რეგიონული მასშტაბისაა და მასში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მცენარეთა დაცვის სამსახურების სპეციალისტები მონაწილეობენ. იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც მწვანე საფარს და ნარგავებს ანადგურებს. მავნებლისწინააღმდეგქიმიურწამლობა წელს მაისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. „მიმდინარე კვლევები საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და ეფექტიანად დავგეგმოთ კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ლიპარტიამ. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-რუსეთის საზღვარზე კვლევები ყოველწლიურად ხორციელდება. აღნიშნული ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის “მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის” ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში გასულ წელსაც 6 მაისიდან დაიწყო. შარშან წამლობა მიმდინარეობდა კახეთსა და ქვემო ქართლში. სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, საგარეჯოსა და ახმეტის ტერიტორიაზე დამუშავდა 22 824 ჰა ფართობი. მარნეულის, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში კი – 2 825 ჰა.
| Print |
FaceBook Twitter Google