ეკონომიკა
ბრუცელოზის კონტროლის სტრატეგია საქართველოში
ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ბრუცელოზის კონტროლის სტრატეგია განიხილეს. ბრუცელოზთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში და ბრუცელოზის კონტროლის მექანიზმები განიხილეს სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ გამართულ შეხვედრაზე. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. სემინარი თემაზე „ბრუცელოზის კონტროლის სტრატეგია“ გახსნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ. მისი განცხადებით, ბრუცელოზთან ბრძოლის სტრატეგია კომპლექსურ მიდგომას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ რძის მწარმოებლებისთვის ბრუცელოზის კონტროლის მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. FAO-ს საერთაშორისო კონსულტანტებმა ქართველ სპეციალისტებს ევროპის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. „ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის პროგრამის ტექნიკური დახმარების შესახებ“ შეთანხმებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) შორის ხელი 2015 წლის 25 თებერვალს მოეწერა. მისი მიზანია ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალმხრივი სტრატეგიის განხორციელება.
| Print |
FaceBook Twitter Google