ეკონომიკა
თურქეთიდან 5 მაისამდე შემოსული იმპორტირებული ქათამი და კვერცხი უვნებელია
სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში მეფრინველეობის დარგის ადგილობრივ მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ. მონაწილეებმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს მეფრინველეობის დარგში არსებული მდგომარეობა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ყურადღება გამახვილდა, თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი ფრინველის და მეფრინველეობის პროდუქტების(ხორცი და ხორცპროდუქტები, კვერცხი და კვერცხპროდუქტები) იმპორტზე შეზღუდვების დაწესებაა. შეზღუდვები 2015 წლის 5 მაისიდან ამოქმედდა, მას შემდეგ რაც საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, თურქეთში ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის დაფიქსირების შესახებ. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 5 მაისამდე თურქეთიდან იმპორტირებული ცოცხალი ფრინველის და მეფრინველეობის პროდუქტები უვნებელია და სამომხმარებლო ქსელში მათი რეალიზაცია შეზღუდვას არ ექვემდებარება. ამასთან სურსათის ეროვნული სააგენტო კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში ბაზრის მონიტორინგს განაგრძობს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას მეფრინველეობის დარგის მსხვილი და მცირე მწარმეობელები ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის განცხადებით, ბიზნესის ხელშეწყობა ხელისუფლების პრიორიტეტია და ანალოგიური შეხვედრები თანამშრომლობის გარღმავების მიზნით, მომავალშიც გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ქვეყანაა.
| Print |
FaceBook Twitter Google