ეკონომიკა
საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური "ქართლი" შენდება
ქარის პირველი ელექტრო სადგური „ქართლი“ გორში აშენდება და მისი დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ია. პროექტს საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. პრეოქტის საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარამდეა. საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდმა პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხა ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიიღო. ქარის ელექტროსადგურისთვის საჭირო მოწყობილობების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა მოხდება ევროპის რეკონსტურქციის და განვითარების ბანკის დაფინანსებით და მათი შესყიდვის წესების შესაბამისად.
| Print |
FaceBook Twitter Google