ეკონომიკა
ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი კახეთში
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ჰან ჩანგფუ კახეთს ესტუმრა. ჩინეთის დელეგაციამ ალავრდის სამონასტრო კომლექსი, ალავერდის ღვინის მარანი და საფუტკრე მეურნეობა, ასევე, წინანდალში 100 წლიანი ვაზი და ყვარელში ტურისტული კომპლექსი „გვირაბი“ დაათვალიერა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი ჰან ჩანგფუ ხელმძღვანელობს საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. სამოქმედო გეგმაზე ხელმოწერით საქართველო-ჩინეთს შორის აგრარული დარგის მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქართული ღვინის მნიშვნელოვანი იმპორტიორი ქვეყანაა. 2015 წლის იანვარ-თებერვალში ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში 66,4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციები მნიშვნელოვანად გაიზრდა. ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო გავზარდოთ სავაჭრო კავშირები, ასევე, ვითანამშრომლოთ სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აგრარულ მრეწველობაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. 2014 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობისგან გრანტის სახით, საჩუქრად 30 ერთეული თანამედროვე ტექნიკა მიიღო. აღნიშნული ტექნიკა საქართველოში საირიგაციო სისტემებზე მიმდინარე სამუშაოებისთვის გამოიყენება. ასევე, 2015 წლის აპრილში ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოსცემს 26 ერთეულ სამელიორაციო ტექნიკას, რომლის ღირებულება 10 764 000 აშშ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი აგრარული მიმართულება შეიძლება იყოს. „ქართულ ღვინოს აქვს უდიდესი პოტენციალი, დაიმკვიდროს ადგილი არა მარტო ჩინეთის, არამედ მსოფლიო ბაზარზე. ასევე უმნიშვნელოვანესია ჩაის კულტურის აღორძინების ხელშეწყობა. ჩვენი გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით ძალიან გამოგადგებათ. მინდა როგორც თქვენი ქვეყნის, ასევე ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ. თქვენ უკვე გაქვთ სოფლის მეურნეობის განვითარების ისეთი სტატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წინსვლის გარანტიაა“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰან ჩანგფუმ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჰან ჩანგფუ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთანაც გამართავს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.