ეკონომიკა
სტიქიამ ახმეტაში ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა
აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის გამო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დღეს, დილის 3 საათზე, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე „ალაზნის“ ადიდებამ და კალაპოტიდან გადმოსვლამ გამოიწვია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) გადამცემი ხაზის ”ბახტრიონი” ანძის წაქცევა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ახმეტის რაიონის სოფლების ქისტაურის, ზემო და ქვემო ალვანის 6 100 აბონენტს. უწყების ინფორმაციით, სსე გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, სამუშაო ბრიგადები და სპეციალური ტექნიკა უწყვეტად მუშაობს დაზიანების ლიკვიდაციისთვის. მათივე ცნობით, სავარაუდოდ, დღეს საღამოს, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება სოფლებს: ზემო და ქვემო ალვანის 3 600 აბონენტს, ხოლო სოფელ ქისტაურის მომხმარებლებს ელექტროენერგია ხვალ მიეწოდებათ. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ყველა რესურსს იყენებს სტიქიის შედეგად დაზიანებული ანძის უმოკლეს ვადაში აღსადგენად და მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მისაწოდებლად",- განაცხადეს უწყებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google