ეკონომიკა
პანკისის ხეობაში სტიქიამ 5 სოფელი დააზარალა
სტიქიამ პანკისის ხეობის 5 სოფელი დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ალაზანი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სოფლებში ჯოყოლო, დუისი, ომალო, კუწახტა და ბირკიანი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია დატბორილი. მოშლილია ნაპირსამაგრი გაბიონები და დანგრეულია ხიდი. ადიდებულმა მდინარემ ნათესები სოფელ მატანშიც დააზიანა. ახმეტის გამგებლის მოადგილის მათე ქავთარაშვილის განცხადებით, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება, რათა მდინარე თავის კალაპოტს დაუბრუნდეს. ,,დანგრეულია ხიდები. ასევე, ნაპირსამაგი გაბიონებია დანგრეული. ზარალი დაითვლება და დაზარალებული მოქალაქეების შესახებ ზუსტი მონაცემები გვექნება“,-განაცხადა ქავთარაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google