ეკონომიკა
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სემინარი თელავში
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თელავის რეგიონულ ოფისში, სემინარი გაიმართა, რომელშიც კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა მთიანეთის რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი, სოფლის მეურნეობის შესაძლებლობათა გაძლიერება - საქართველოს (CBA-G) SIDA პროექტის მენეჯერი იოაკიმ ჰოლმდჰლი და ექსპერტი ტოომას ტირაასი. „რეგიონულ სამმართველოებთან აქტიური კომუნიკაცია და ჩართულობა მნიშვნელოვანია შემდგომში მათი ინსტიტუციური და ეფექტური განვითარებისთვის“ -განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა. ცენტრალურ დონესა და რეგიონებს შორის კომუნიკაციასა და ინფორმაციის გაცვლაზე ქართველ სპეციალისტებს, CAB-G -ს წარმომადგენელმა სხვა ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. აღინიშნა რომ ასეთი შეხვედრები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს და დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამსახურებთანაც გაიმართება. სემინარი შეხვედრას სსიპ სოფლის მეურნეობის შესაძლებლობათა გაძლიერება -საქართველოს (CBA-G) SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
| Print |
FaceBook Twitter Google