ეკონომიკა
კომპანია "ჯეოლაივი" ზეთისხილის ნერგის გაშენებას კიდევ გეგმავს
2017 წლის ბოლომდე კომპანია "ჯეოლაივი" ერთი მილიონი ზეთისხილის ნერგის გაშენებას აპირებს. კომპანია "ჯეოლაივი", რამდენიმე წელია საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებით არის დაკავებული. კომპანიას ძირითადი პლანტაციები კახეთში აქვს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი სვანიძემ "კომერსანტთან" განაცხადა, ამ დროისთვის კომპანიას 300 ათასი ნერგი აქვს გაშენებული და 2017 წლის ბოლომდე ნერგების გაშენება გაგრძელდება.მისივე თქმით, გარდა ზეთისხილისა იგეგმება ნუშისა და კაკლის გაშენება. ასევე მიმდინარეობს ზეთსხილის დასაწური და გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რასაც დაემატება ბროწეულის წვენისა და სიროფის გადამამუშავებელი ქარხანა. გიორგი სვანიძე ამბობს, რომ ეს პროექტები დიასპორული ინვესტიციით ხორციელდება.პირველ ეტაპზე ზეთისხილით ადგილობრივ ბაზარს მომარაგება მოხდება და შემდეგ კი ექსპორტზე გასვლა.
| Print |
FaceBook Twitter Google