ეკონომიკა
კანადური კომპანია ბიზნესის განვითარებას კახეთშიც გეგმავს
ქართული ბალი ექსპორტზე, მიმდინარე წელს აზიის ქვეყნებში გავა. ხილის საზღვარგარეთ გატანას კანადური კომპანია "კავკასიის ნექტარი" იწყებს. კომპანიას გორის რაიონში ხილის ბაღები აქვს, სადაც ვაშლი, ატამი, ქლიავი და ბალი მოჰყავთ. "კავკასიის ნექტარი" ბიზნესის განვითარებას მარნეულის მუნიციპალიტეტსა და კახეთის რეგიონშიც გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი კანადელი ბიზნესმენები გურმანტ გრევალი და ამარჯიტ სინქჰ ჯატანა ორი წელია რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობენ და 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელეს.
| Print |
FaceBook Twitter Google