ეკონომიკა
შირაქის ველზე მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ. წელს საქართველოში ხორბლისა და ქერის რეკორდული მოსავალია, რასაც, ხელი კლიმატურ პირობებთან ერთად, სწორად შერჩეული სათესლე მასალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ შეუწყო. კახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობი 35 ათას ჰექტრამდეა. წინასწარი მონაცემებით, ფერმერები წელს 118 404 ტონა ხორბალს ელოდებიან. ჯამში საქართველოში ხორბლის მოსავალი 166 ათას ტონაზე მეტი იქნება.შირაქისა და ტარიბანის ველებზე ქერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 4-დან 7 ტონამდე მერყეობს. ფერმერთა განცხადებით, წელს 1 ჰექტარზე 7 ტონა და 400კილოგრამი ქერი მოიმკა. ალოობაზე სოფლის მეურნობის სამინისტროს შპს მექნიზატორის 30 ერთეულამდე კომბაინი მუშაობს. "მექანიზატორის" თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტექნიკა მოსავლის უდანაკარგოდ აღებას უზრუნველყობს. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შირაქის ველზე მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი და შპს "მექანიზატორის" გენერალური დირექტორი ზვიად ჩხაიძე იმყოფებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google