ეკონომიკა
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ლაგოდეხში
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 9 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი მასშტაბურია და ითვალისწინებს მოძველებული რეზერვუარების მთლიან რეაბილიტაციას, აგრეთვე, წყლის გამწმენდი ნაგებობის თანამედროვე ფილტრების გამოყენებით (დასამუშავებელი წყლის მაქსიმალური სიმღვრივე 300 მლ.გ/ლ), წყლის დასაქლორად მარილისაგან ელექტროლიზის ხერხით ნატრიუმის ჰიპოქლორიდის მილების დანადგარების გამოყენებას. საქლორატოროს მშენებლობას 2000 მ3 რეზერვუართან. შიდა ქსელების რეაბილიტაციას და ასევე რეზერვუარების მკვებავი მილსადენი ხაზების რეაბილიტაციას. იგეგმება ქსელის გაფართოება. მუნიციპალიტეტის გამგეობის მცირე დარბაზში აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. გაერთიანებული წყალმომარაგების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისაგან და საზოგადოების წარმომადგენლებისაგან სხვადასხვა პრობლემური კითხვები და მოსაზრებები მოისმინეს. მასშტაბური წყლის პროექტი 2016 წელს დასრულდება და მოსახლეობა 24 საათის განმავლობაში სუფთა წყლით მომარაგდება.
| Print |
FaceBook Twitter Google