ეკონომიკა
"ჩემს მეზობლებს ფეხები სულ დაცქვლეფილი აქვთ, ერთმა თავიც კი გაიტეხა"
გურჯაანში კურორტ "ახტალის" ტერიტორიაზე მდებარე მინი-სტადიონი უკვე დიდი ხანია დაზიანებულია. როგორც გურჯაანელი მოზარდები ამბობენ, მიუხედავად ამისა, იქ მაინც თამაშობენ. "თავიდან როცა გააკეთეს სტადიონი ხალიჩაც დააგეს და ძალიან კარგი იყო. ეხლა კი ყველაფერი აყრილია და რკინებიც გატეხილია. სწორედ იქ დავიზიანე ფეხი. ჩემს მეზობლებს ფეხები სულ დაცქვლეფილი აქვთ, ერთმა თავიც კი გაიტეხა. მიუხედავად ამისა, მაინც აქ ვთამაშობთ, იმიტომ რომ სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს. ახტალაზე რომ შევდივართ, იქ დაღმართზე ბურთი გვიგორდება ხოლმე."-გვითხრა 11 წლის გიორგი ნადიკაშვილმა. იგეგმება თუ არა სტადიონის აღდგენა? - ამ კითხვით მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართეთ. როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს, სტადიონი სახელმწიფოს საკუთრებაა (თუმცა, რომელი სამინისტროს ბალანსზეა ვერ აკონკრეტებენ) და როდესაც მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვა, მის რეკონსტრუქციაზე მაშინ იზრუნებენ. მათივე განმარტებით, დღესდღეობით სტადიონისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში არანაირი თანხა არ არის გათვალისწინებული.
| Print |
FaceBook Twitter Google