ეკონომიკა
„ძლიერი ქალები სოფლად“ კახეთში
დღეს თელავში სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ქალებისთვის პროექტის – „ძლიერი ქალები სოფლად“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. პროექტი საერთაშორისო ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“ და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის “OXSFAM-საქართველო”-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და საქართველოს 5 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა. ქალებმა იმსჯელეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში პრობლემების გადაჭრის შესახებ და გენდერული თანასწორობის განვითარებაზე. პროექტის მიზანია, ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. https://youtu.be/b5eBDXO6pvs
| Print |
FaceBook Twitter Google