ეკონომიკა
სოფლად და ქალაქად ნაგვის გადასახადს ერთნაირი ტარიფით გადაიხდიან
საკრებულოს მორიგ სხდომაზე, დეპუტატებს შორის კამათი ნაგვის გადასახადის შემოღებას მოჰყვა. პარტია "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა ტარიფის შემოღება გააპროტესტეს და საკითხს მხარი არ დაუჭირეს. როგორც მმართველ გუნდში განმარტეს, მოქალაქეებმა და ორგანიზაციებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურებისთვის თანხა ოფიციალურად უნდა გადაიხადონ. ერთ სულზე 50 თეთრი, ხოლო მრავალსულიან ოჯახზე მაქსიმუმ, 2 ლარი. "მოსაკრებელი არ არის პრობლემა, მაგრამ საკითხი ბოლომდე არ არის ამოწურული და მომზადებული. მე შევთავაზე მათ, რომ დროებით გადადონ, კიდევ ერთხელ დაამუშაონ და ისე გამოიტანონ განსახილველად. მიუხედავად იმისა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ოყო, დებულება მაინც პირველი მოსმენით მიიღეს."- აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატმა გია შაოშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ყვირალაშვილის განმარტებით, ტარიფი როგორ ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის არის გათვლილი. "ფიზიკური პირებისთვის ქალაქში ტარიფი იგივე დარჩა, რაც წინა წლებში იყო, ხოლო ამჯერად სოფლის და ქალაქის გამიჯვნა აღარ მოხდა და გადასახადი ყველასთვის 50 თეთრით განისაზღვრა."-აღნიშნა მან. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ისინი ერთ სულზე 10 თეთრს გადაიხდიან.
| Print |
FaceBook Twitter Google