ეკონომიკა
პეკინში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი გაიხსნა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა პეკინში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი გახსნა. ქართული ღვინის პოპუალარიზაციის ცენტრი პეკინში ჩინეთის კვებისა და ალკოჰოლის ეროვნული კვლევის ინსტიტუტის შენობაშია განთავსებული. ცენტრს ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ადამ ჰუანგი უხელმძღვანელებს,ხოლო კოორდინაციას საქართველოდან სპეციალური წარმომადგენელი მაია ცქიტიშვილი გაუწევს. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით საქართველო და ჩინეთი ისტორიულად აგრარული ქვეყნებია. ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია, რომელსაც ქართული ღვინის ექსპორტისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ტონგუაი ცუმ აღნიშნა, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის გახსნაზე ღვინის მასტერკლასი გაიმართა, რომელსაც ღვინის მაგისტრი, ბრიტანელი ფუნიე ვონგი უძღვებოდა. ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას ესწრებოდნენ იმპორტიორები, დისტრიბუტორები, მედიისა და ღვინის ინდუსტრიის წამომადგენლები.
| Print |
FaceBook Twitter Google