ეკონომიკა
უპრეცედენტო პროექტი მეწარმეობის განვითარებისთვის [R]
გასულ კვირას დედოფლისწყაროში „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა , რომელსაც კახეთის რეგიონში პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს პრეზენტატორებმა მოსახლეობისთვის საინტერესო კითხვებს ამომწურავად უპასაუხეს. თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრის დირექტორი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი მალხაზ შუბითიძე აღნიშნავს, რომ პროექტი, რომელიც მეწარმეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, უპრეცედენტოა, რადგან დაფინანსების წყარო არის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი. - „პროგრამა ინიცირებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ და მეტ-ნაკლებად კარგად არის ცნობილი, რადგან გასულ წელს დაიწყო. იდეის განსახორციელებლად შეიქმნა „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“. შარშანვე ჩატარდა პირველი კონკურსები, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც პროექტს განახორციელებენ იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ზემო სვანეთში, ასევე ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. წელს, 31 მაისს დასრულდა კონკურსის მეორე ეტაპი. გამოვლინდა ორი გამარჯვებული „თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი“, რომლის პასუხისმგებლობის ზონაა: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი და კომპანია „ინნოვა“, რომელიც ამ პროექტს განახორციელებს აჭარის, რაჭის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებში“. როგორც ბატონი მალხაზი აღნიშნავს, პროგრამის დაწყებამდე გამოიკვლიეს ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ქვეყნის ეკონომიკა, აღმოჩნდა, რომ ბიზნესის ბრუნვის თვალსაზრისით არსებობს უზარმაზარი დისპროპორცია თბილისსა და მის მიღმა საქართველოს შორის. „განსხვავება თბილისსა და რეგიონებს შორის არის დაახლოებით შვიდნახევარჯერ. იმავდროულად, გვაქვს ძალიან დაბალი პროდუქტიულობის მაჩვენებელი. თუ შევადარებთ სხვა ქვეყნის მონაცემს, ერთი ჰოლანდიელი ფერმერი დაახლოებით, 30-ჯერ მეტს აწარმოებს, ვიდრე - ქართველი. გასაგებია, რომ ძალიან მძიმე 25 წელიწადი გავიარეთ, მაგრამ წარსულის ყურება არაფერს მოგვცემს, ჩვენ გვჭირდება წინსვლა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც კვლევის დროს გამოიკვეთა, შიდა პროდუქტის დაბალი კონკურენტუნარიანობაა. დღეს ჩვენ აღმოვჩნდით იმ ამოცანის წინაშე, როცა ქართულმა ბიზნესმა შიდა ბაზარი უნდა აითვისოს, პრაქტიკულად, ქართული ბაზარი არის დაკარგული. პროდუქციის სულ რამდენიმე სახეობა გვაქვს, რომლითაც შეგვიძლია მსოფლიო ბაზარზე თავი მოვიწონოთ, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელება არ შეიძლება. გამოკვეთილია საკმაოდ მძიმე ტენდენცია, რომ ფული, რომელიც გამომუშავდება რეგიონებში, იხარჯება თბილისში. ეს გამოწვეულია ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. თუ თბილისი იქნება ცალკე და რეგიონები ცალკე, ვეღარც დედაქალაქი განვითარდება და რეგიონებიც რეგრესისკენ წავა. ეს არის ის გარკვეული წინაპირობები, რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა და სწორედ მათ დასაძლევედ დამუშავდა „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა.“ მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 20 მილიონ ლარს, გათვლილია 26 თვეზე და მოიცავს მთელს საქართველოს, თბილისისა და ოკუპირებული რეგიონების გარდა.“ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე მნიშვნელოვან თეორიულ ცოდნას, რომელიც ყველა ბიზნესის განვითარებას სჭირდება. - „ეს არის მინიმუმ ერთწლიანი დახმარება, ახალი ცოდნა, გადამზადება და კონსულტაციები ბიზნესის სფეროში. თუ საკონკურსო იდეა შეეხება სოფლის მეურნეობის სფეროს და გამარჯვებულად ჩაითვლება, ჩვენ აუცილებლად ჩავრთავთ სოფლის მეურნეობის ცნობილ სპეციალისტებს; თუ იდეა შეეხება მეცხოველეობას, კონსულტაციას გაუწევენ ამ სფეროს ცნობილი სპეციალისტები და ა. შ. რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო თანადაფინანსების ფარგლებში გამოყოფს 5 ათას ლარს, თუმცა ითხოვს თანამონაწილეობას ათასი ლარით, თუ ორი პირი გაერთიანდება და შეიქმნება ამხანაგობა, თანადაფინანსების სახით გამოიყოფა 10 ათასი ლარი და თანამონაწილეობა გახდება 2 ათასი, სამი პირის გაერთიანების შემთხვევაში, თანხა გაიზრდება მაქსიმალურ ზღვრამდე - 15 ათას ლარამდე, ხოლო თანამონაწილეობა გახდება 3 ათასი.“ მანამდე კი, აუცილებელი პირობაა ბენეფიციარმა ატვირთოს ბიზნესიდეა საიტზე www.qartuli.ge. რაც შეეხება შეზღუდვებს, ამ პროგრამის ფარგლებში ეკონომიკური საქმიანობისთვის შეზღუდვა არ არსებობს, ბიზნესიდეების კონკურსის ბოლო ვადა 15 აგვისტოა. შეხვედრის დასასრულს, მოსახლეობამ პრეზენტატორს სხვადასხვა კითხვით მიმართა: - თუ შესაძლებელია საწარმოსთვის შენობა რომ ავაშენო? -მშენებლობისთვის თანადაფინანსების თანხის გამოყენება არ შეიძლება, თუმცა ამ ტიპის სამუშაოებისთვის შესაძლებელია თანხის გახარჯვა თანამონაწილეობიდან. -თანამონაწილეობისთვის სავალებულოა მხოლოდ თანხა, თუ უძრავი ქონებაც დასაშვებია? - თანამონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ თანხით. - თუკი იდეა ეხება სოფლის მეურნეობას, მაგრამ არ მაქვს მიწა, შემიძლია ვიქირაო? - ვისაც საკუთარი ქონება არ აქვს, შეუძლია იქირაოს, ამაზე შეზღუდვა არ არსებობს. - ჩვენი ბიზნეს იდეა საჯაროა და სხვებისთვისაც ხელმისაწვდომია? - ამის ნახვა შეუძლია მხოლოდ ბიზნესიდეის ავტორს და ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და ჩვენს ცენტრს. - პიროვნება, რომელიც ჩაწერილია თბილისში, მაგრამ რეალურად რეგიონში ცხოვრობს, ეკრძალება თუ არა პროექტში მონაწილეობა? - არ ეკრძალება, მთავარია ბიზნესიდეა ეხებოდეს რეგიონს. - ვის მიენიჭება პრიორიტეტი ბიზნესიდეის განხილვის დროს? - ახალგაზრდა აპლიკანტს ექნება უპირატესობა, იმ არგუმენტით, რომ დამაგრდეს სოფელში. - თანამონაწილეობის თანხა აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ბანკში თუ ხელზე? -არ აქვს მნიშვნელობა, ეს თანხა უნდა დახარჯოს პირველ ეტაპზე.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.