ეკონომიკა
კახეთში "რთველი 2015"-ის საკოორდინაციო შტაბი დღეს გაიხსნება
"რთველი 2015"-ის საკოორდინაციო შტაბი დღეს თელავში გაიხსნება და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანის რაიონშიც განთავსდება. ამოქმედდება ცხელი ხაზი 2 47 01 01; ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვებით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, 2015 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი შიოლაშვილი კახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელმძღვანელებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა მოახლოებული რთველის ღონისძიებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა.
| Print |
FaceBook Twitter Google