ეკონომიკა
გიორგი სამანიშვილი: სახელმწიფო ყურძენს საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად შეისყიდის [Audio]
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ყურძნის ქარხნების დროულად ამუშავებას ითხოვდნენ და ჩასაბარებელი ფასიც გააპროტესტეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს ადგილზე გაეცნო. როგორც სამანიშვილი speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს. შტაბში უკვე 50-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელიც ყურძნის დამწიფებას ელოდება. "რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 10-15 სექტემბრიდან დაიწყებენ ყურძნის ჩაბარებას. ამ ეტაპზე კი გადამუშავდა ყურძენი, მაგრამ ეს ძირითადად შერეული, ადრეული ჯიშისაა, ამასთან კომპანიებმა საკუთარი დაზიანებული ვენახების მოსავალი გადაამუშავეს. ყურძნის მიღება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ჩვენ უკვე ვთხოვეთ კომპანიების წარმომადგენლებს, მოაგვარონ ეს საკითხი". რაც შეეხება დაბალი ფასის გაპროტესტებას, სამანიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო მის რეგულირებაში ვერ ჩაერევა. "საბაზრო ფასი ჯერ დადგენილი არ არის. ჩვენ აქციის მონაწილეებთან საუბარში მათ დავპირდით, რომ ღვინის კომპანიებს მოვუწიდებთ გააქტიურდნენ ამ მიმართულებით. აქვე ვთხოვ მევენახეებს, რომ არასასურველი ფასის გამო მყიდველებს ნუ გააბრუნებენ და ფასზე დაილაპარაკონ, რადგან ვიცი, რომ კომპანების წარმომადგენლები იყვნენ სოფლებში ჩასულები, მაგრამ ისინი უკან გააბრუნეს. ხარისხის მიხედვით შესაძლბელია ფასის განსაზღვრა ისე, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს". რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ყურძნის შესყიდვას, სამანიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ქარხანა უკიდურეს შემთხვევაში ამუშავდება, თუმცა ყურძენს საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად მიიღებენ, რათა კერძო მეწარმეებთან კონკურენციაში არ შევიდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google