ეკონომიკა
"ხარისხიანი ყურძენი არ დარჩება გადაუმუშავებელი" - გიორგი სამანიშვილი [R]
ყურძნის კრეფა აგვისტოს ბოლოს დაიწყო, თუმცა რთველი აქტიურ ფაზაში ახლა გადადის. „რთველი-2015“-ის საკოორდინაციო შტაბის უფროსის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე უკვე დარეგისტრირებულია 70-ზე მეტი კომპანია, რომელიც მზადაა შეისყიდოს ყურძენი. აქამდე ძირითადად იკრიფებოდა სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძენი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვისაც დაზღვეული ჰქონდა ვენახი, ზარალი ხელშეკრულების მიხედვით აუნაზღაურდება. ხოლო მოსავლის იმ ნაწილს, რაც გადარჩა, კომპანიები ჩაიბარებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და რთვლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი კახეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს: - უნდა ითქვას, რომ წელს ვენახისთვის შესანიშნავი ამინდები იყო და შესაბამისად კარგი მოსავალიც მოვიდა. რთველი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. ხშირად არასწორი ინფორმაციაც ვრცელდება, რაც მოსახლეობის დაბნევას იწვევს. გაუგებრობა იყო ფასებთან დაკავშირებით; ბოლო დღეებში კახეთის რეგიონში გამართული აქციის მონაწილეებსაც ვუხსნიდი და აქაც ვაფიქსირებ, სახელმწიფოს დადებული აქვს ხელშეკრულება 70-ზე მეტ კომპანიასთან, რომელიც გადაამუშავებს ყურძენს. ამჟამად გახსნილია უკვე 19 ქარხანა, აქედან 4 არის სახელმწიფო კომპანია. მათ შორის- 2 გურჯაანში, 1 დედოფლისწყაროში და 1 წნორში. იმ რეგიონებში, სადაც ყურძენი უკვე დამწიფდა და მევენახეები ვერ ახერხებენ გაყიდონ პროდუქცია, შეუძლიათ ჩააბარონ ამ ქარხნებში. ზოგადად უნდა იბარებდეს თუ არა სახელმწიფო ყურძენს და რისთვის სჭირდება? ვფიქრობ, კახეთის მოსახლეობამ არ იცის, საერთოდ რატომ იბარებს სახელმწიფო ყურძენს. სახელმწიფო არ აწარმოებს ღვინოს, არ აწარმოებს არანაირ პროდუქტს; მიუხედავად ამისა, მიღებულია სუბსიდირების გადაწყვეტილება, სწორედ იმის გამო, რომ თუ არ გამოჩნდება მყიდველი, არ გაფუჭდეს მოსავალი. ანუ ფასი იმის მიხედვით კი არ განისაზღვრება, მოგება რამდენი დარჩება, არამედ იმის გამო, რომ მევენახემ არ იზარალოს. აქციაზე აპროტესტებდნენ დაბალ ფასს, რომელიც ფაქტობრივად ჯერ არ დაფიქსირებულა. კერძო მყიდველი არის საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, წელს ყუძენზე მოთხოვნილება უფრო ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო, ასევე გვაქვს ჭარბი მოსავალიც. ეს ყველაფერი კი, მოქმედებს ფასზე, თუმცა ხარისხიან ყურძენზე მოთხოვნა მაინც არის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თუ მევენახე მაინც ვერ გაყიდის ყურძენს, მაშინ ჩაიბარებს სახელმწიფო იმ ფასად, რომ არ იზარალოს მევენახემ. ისიც აღსანიშნავია, რომ ის თანხა, რაც დახმარების სახით ეძლევა კახელ მევენახეს, აკლდება საქართველოს ყველა მოქალაქეს. -რა ოდენობის თანხა გაიხარჯება ბიუჯეტიდან? - გადაწყდა, რომ წელს გაგრძელდეს სახელმწიფო სუბსიდია და რქაწითელისა და კახური მწვანესთვის განისაზღვროს 35 თეთრი, საფერავზე კი 15 თეთრი. ჯამურად, ცენტრალურ ბიუჯეტს უჯდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, ანუ მევენახეები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ღებულობენ მილიონობით ლარს, იმისთვის რომ უვლიან ვენახს და მოჰყავთ ყურძენი. დახმარება გაგრძელდა წინა წლების შესაბამისად, თუმცა საქართველოში მევენახეობა- მეღვინეობის დარგი საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ არ სჭირდებოდეს ბიუჯეტიდან ამ რაოდენობის თანხების ხარჯვა. ასე თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ რა დააშავა პომიდვრის, ანდა მარცვლეულის მწარმოებელმა გლეხმა, რომელზეც არ გაიცემა სუბსიდია? ! გასაგებია რომ მევენახეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ყურძენი საკმარისად გვაქვს საქართველოში და მოთხოვნილებაც იმის შესაბამისია, რომ გაიყიდოს ეს პროდუქტი, მაგრამ მთავარია ფასი. ექსპორტზე ძირითადად გადის წითელი ღვინო და საფერავიც იმდენი გვაქვს, რაც საექსპორტოდ არის საჭირო. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით ღვინოს მოვიხმართ და თეთრი ყურძენიც დაახლოებით იმდენივეა, რაც საქართველოს ბაზარს სჭირდება. ასე რომ, სახელმწიფოდან ფულის დამატება და შესყიდვები ზედმეტი ჩარევაა. აქციის მონაწილეებს განვუმარტეთ, რომ წელს კიდევ ერთხელ ჩაერევა სახელმწიფო რთვლის პროცესში და პირველი, ხარისხიანი ყურძენი არ დარჩება გადაუმუშავებელი და მეორე, ანაზღაურება ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, იქნება იმაზე მეტი, ვიდრე მევენახემ დახარჯა. კერძო კომპანიები მიიღებს ყურძენს და არანაირი პრობლემა არ უნდა შეიქმნას, მაგრამ თუ ეს კომპანიები ვერ უზრუნველყოფენ ყურძნის ათვისებას, სახელმწიფო დამატებით ჩაიბარებს. მაგალითად, საფერავი გურჯაანის ერთ-ერთი სოფლიდან კომპანიამ უკვე შეისყიდა ერთ ლარად, რასაც დაემატა 15 თეთრი. იყო შემთხვევა, როცა დაფიქსირდა უფრო დაბალი ფასიც, 50-ს პლიუს 15 თეთრი და ასე შემდეგ. ფასი უნდა დაადგინოს ხარისხმა და ბაზარმა, ზოგიერთ შემთხვევაში მევენახეს ურჩევნია რომ რაღაც გარკვეულ ფასად გაყიდოს მოსავალი და მაშინვე აიღოს ფული, ზოგჯერ სურს მოიცადოს და უფრო მაღალი ანაზღაურება მიიღოს. რთველი ჯერ ფაქტობრივად არ დაწყებულა, როდესაც აქტიურ ფაზაში შევა, კომპანიებიც შესაბამისად უფრო გააქტიურდებიან, განსაკუთრებით აღსანიშნავია საფერავი, რომელიც უკვე დამწიფდა და კარგი მოთხოვნილებაცაა, ამიტომ ფასის გაპროტესტება, არალოგიკურია. ამიტომ ვთხოვ ყველას, რომ ნუ აყვებიან პროვოკაციებს. - როგორ უნდა დაგიკავშირდნენ მევენახეები პრობლემების შემთხვევაში? - უკვე მოდიან და გვეკითხებიან თუ სად წაიღონ მოსავალი და ჩვენც ვამისამართებთ. მუშაობს ცხელი ხაზიც (2 47 01 01) სადაც შეუძლიათ დარეკონ და დასვან კითხვები, მომავალი კვირიდან თანდათან დაემატება ქარხნები ყვარლის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 24 °C
img
საგარეჯო 13 / 28 °C
img
დ.წყარო 9 / 23 °C
img
სიღნაღი 12 / 26 °C
img
ლაგოდეხი 12 / 22 °C
img
ყვარელი 12 / 24 °C
img
თელავი 13 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.