ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კახეთში
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა კახეთში ღვინის ქარხნები მოინახულა და ყურძნის გადამუშავების პროცესს დაესწრო. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი და სააგენტოს სხვა თანამშრომლები. რთველი 2015 აქტიურ ფაზაშია შესული. რთვლის საკოორდინაციო შტაბის, 21 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 30 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მათ შორის, 11,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 12,4 ათას ტონამდე საფერავი, 1,3 ათას ტონამდე კახური მწვანე და 4,5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. მათივე ცნობით, ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა კახეთის რეგიონში 17 მლნ ლარს მიაღწია. რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 60 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 ღვინის საწარმო. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge. თელავში, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბი.
| Print |
FaceBook Twitter Google