ეკონომიკა
გიორგი სამანიშვილი: წლევანდელი რთველი ისევე მიმდინარეობს, როგორც გასულ წლებში [R]
„რთველი -2015“ აქტიურ ფაზაშია, ამჟამად კახეთის რეგიონში გადამუშავდა 42 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 17 ათას ტონამდე რქაწითელი, 19 ათასამდე - საფერავი, 1,5 ათასამდე კახური მწვანე და 6 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. (უახლესი სტატისტიკა იხილეთ საიტზე: www.rtveli2015.gov.ge) გთავაზობთ ინტერვიუს „რთველი -2015“-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელ გიორგი სამანიშვილთან. - ბატონო გიორგი, რთვლის დაწყებას წინ უსწრებდა საკმაოდ დაძაბული პერიოდი. იყო მანიფესტაციები ფასების გაზრდის მოთხოვნით, რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე? - წლევანდელი რთველი ისევე ნორმალურად მიმდინარეობს, როგორც გასულ წლებში იყო. დაგეთანხმებით, წინა პერიოდი იყო დაძაბული, თუმცა მაინც ხდებოდა ფაქტების დრამატიზება მედიის მხრიდან. ამ პერიოდში ყოველთვის არის ნერვიულობა და ფორიაქი; მევენახეები ღელავენ, თუ რა ფასი იქნება და სად ჩააბარებენ მოსავალს. ეს ასე იყო მაშინაც, როცა ყურძენი ღირდა 70 თეთრი და მაშინაც, როცა 3,50-ად აბარებდნენ. უბრალოდ, მოვლენების ზედმეტად პოლიტიზირება მოხდა რთვლის დასაწყისში, ალბათ ამან გამოიწვია ის, რაც ვნახეთ. ამ ეტაპზე რთველი აქტიურად მიმდინარეობს, ყურძნის დაახლოებით ერთი მესამედი უკვე დაიკრიფა, საშუალო ფასებიც ჩამოყალიბდა, მაგრამ თელავისა და ყვარლის რაიონებში ყურძენი ახლა შემოდის, ალბათ, აქ კილოგრამის ღირებულება ოდნავ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სიღნაღსა და გურჯაანში. რამდენად მოიმატებს ფასი წინასწარ თქმა ძნელია, მაგრამ ტრადიციულად ასე იყო. - ამ ეტაპზე რა მინიმალური და მაქსიმალური ფასი დაფიქსირდა? - საშუალო ფასი თეთრ ყურძენზე არის 60-70 თეთრი, ხოლო წითელზე 80-90. მინიმუმი, ანუ რომელიც სტიქიამ დააზიანა და მაინც ჩაბარდა- არის 40 თეთრი. ხოლო მაქსიმუმი კონკრეტულ შემთხვევაში-2 ლარი საფერავზე. იყო შემთხვევები, როცა დაფიქსირდა 6 ლარიც, თუმცა ეს განსაკუთრებული შემთხვევებია. თუ საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ, ჯერ ლარზე ზემოთ არ ასულა. სახელმწიფოს რაც შეეხება, ვიბარებთ იმ ფასად, რაც რთვლის დასაწყისშივე გამოცხადდა- ეს არის 60 თეთრი საღ და მწიფე თეთრ ყურძენში და 85 საფერავში, თუ ისიც იქნება საღი. - ანუ სახელმწიფო ქარხნებშიც ხდება ყურძნის ხარისხის განსაზღვრა? - წელს არის პირველი შემთხვევა, როცა უხარისხო ყურძენი არ ბარდება მაღალ ფასად. - ფაქტია, რომ სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში არის ქარხნები, თუმცა ყურძენს მაინც გურჯაანში აბარებენ. მევენახეებს უწევთ რიგში დგომა მთელი დღის განმავლობაში და ინციდენტებიც მოხდა... - ორი პრობლემა გამოიკვეთა. სამწუხაროდ,სიღნაღში არის ერთი ღვინის მარანი, რომელიც არმუშაობს და ამიტომ ქირაობს სახელმწიფო. ანუ მთელს რაიონში ღვინის საშუალო მწარმოებელიც კი არ არის. დედოფლისწყაროში მუშაობს მხოლოდ ერთი, ძალიან მცირე ზომის ღვინის ქარხანა, რომელიც სიმბოლური რაოდენობის ყურძენს იბარებს და რომელსაც ასევე სახელმწიფო ქირაობს. ამ ორ მუნიციპალიტეტში ძირითადი პრობლემაა, ის, რომ არ არსებობს ღვინის ქარხანა, რომელმაც შეიძლება ყურძენში საბაზრო ფასი გადაიხადოს- ასე იყო შარშანაც, ასეა წელსაც. გურჯაანში სს „კოტეხის ღვინის ქარხანას“ ქირაობს „კახური ტრადიციული მეღვინეობა,“ რომელიც საბაზრო ფასზე 10 თეთრით მეტს იხდის და შესაბამისად, არჩევს ხარისხსაც. აფრთხილებს ყველა მევენახეს, რომ ყურძენი უნდა იყოს მწიფე, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა დაუმწიფებელი ყურძენი მიაქვთ და ეს იწვევს, იმ გაუგებრობებს, რაც იქ ხდება. რიგს რაც შეეხება, რადგან მაღალი ფასია, ყველა ცდილობს აქ ჩააბაროს. რა თქმა უნდა, წინა წლების შესაბამისად, მუშაობს წინასწარ ცნობების გაცემის პრაქტიკა, თუმცა ალბათ, უფრო მეტი ცნობებიც გაიცემა, ვიდრე საჭიროა და ასევე პრობლემაა რიგში დგომის კულტურა. რიგს არეგულირებენ როგორც შტაბის წევრები, ასევე პოლიციის წარმომადგენლებიც. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს კომპანია ფაქტობრივად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს და დღისით ისვენებს. - ექსპერტების შეფასებით, რაც საქართველოში ყურძენი მოგვყავს, შიდა ბაზრისთვისაც კიარ არის საკმარისი. მაშინ რატომ გვაქვს რეალიზაციის პრობლემა? - ძალიან კონკრეტულად გიპასუხებთ, რადგან ხშირად ხდება ამის არასწორად ინტერპრეტირება; საქართველოში ჩვენ გვაქვს იმდენი ყურძენი, რაც ჩვენ გვჭირდება. ექსპორტზე გადის ჩვენს მიერ წარმოებული ღვინის ერთი მესამედი, ძირითადად წითელი ღვინო. თეთრი ყურძენი საქართველოში იმდენია, რასაც ჩვენ მოვიხმართ ღვინის სახით. ამავე დროს, სიღნაღში, ან დედოფლისწყაროში არის იმაზე მეტი ყურძენი, რასაც ჩვენ ვერ ვიბარებთ და გურიაში, სამეგრელოში ანდა იმერეთში არის მოთხოვნილება ყურძენზე, ღვინოზე,რასაცვერ უზრუნველყოფთ. ამის მექანიზმი არის უმარტივესი, ეს არის თავისუფალი ბაზარი. წელს, როდესაც ყურძენზე ხელოვნურად გაზრდილი ფასები არ არის, კახეთს გარეთ გაცილებით მეტი ყურძენი გადის, ვიდრე წინა წლებში. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ფასი დაარეგულიროს ბაზარმა. - ფაქტია რომ შიდა ბაზარზე ყურძნის რეალიზაცია პრობლემაა, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის რეგულაცია? - ასეთი შედარება რომ გავაკეთოთ, ბოლო ათი წელია, რაც მევენახეს თევზს და არა ბადეს სჩუქნის სახელმწიფო;ასე ვთქვათ, წელს არის გარდატეხის პერიოდი. აქამდე აქცენტი კეთდებოდა ამომრჩეველზე და არა დარგზე, ამ მეთოდით გაცემული საკმაოდ სოლიდური თანხა, დარგს მხოლოდ აზარალებდა. რთველი საკმაოდ ძვირი უჯდება სახელმწიფოს და ეს ფული არც მევენახეებში იწვევს კმაყოფილებას და არც დარგს აჯანსაღებს; პირიქით, ასუსტებს. ბოლო წელია, ერთი მიმართულება ავირჩიეთ და აქტიურად ვართ ჩაბმული, რომ ცნობადობა გაჩნდეს, მოხდეს ექსპორტის სტიმულირება. ასევე, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში, ვაკეთებთ კოოპერატივს, იქ მევენახეები თვითონ ჩაერთვებიან არა მარტო ყურძნის მოყვანის, არამედ, გადამუშავებასა და ღვინის რეალიზებაში.ეს საშუალებას მისცემს დარწმუნდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ყურძნის ხარისხი. როცა მევენახე თვითონ იქნება ღვინის მწარმოებელი, უფრო კარგად მოუვლის ვენახს. ოფიციალური მონაცემებით,ამ დროისთვის კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 21 მლნ ლარს მიაღწია (ეს თანხაც იზრდება ყოველდღიურად). ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 70 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის 15 საწარმო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 25 °C
img
საგარეჯო 16 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 24 °C
img
სიღნაღი 15 / 26 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 16 / 25 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.