ეკონომიკა
ბიზნესოპერატორებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღრიცხავენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროგრამას, რომელიც ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების თავმოყრას და საინფორმაციო ბაზის განახლებას გულისხმობს. სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიძიებენ. "ბიზნესოპერატორების მონაცემთა ბაზის განახლება ხელს შეუწყობს სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესებას, კონტროლის ეფექტიანად განხორციელებას და რესურსების ოპტიმიზაციას", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. აღრიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ინფორმაციისთვის, ბიზნესოპერატორი არის პირი, რომლის საქმიანობაც უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას.
| Print |
FaceBook Twitter Google