ეკონომიკა
რეგიონებში შემნახველი მეურნეობები აშენდება
რეგიონებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შემნახველი მეურნეობების აშენება იგეგმება. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის განვითარებას და პროდუქციის შენახვის ხანგრძლივობის გაზრდას. „ჩვენი ინფორმაციით, ყოველწლიურად მოსავლის დაახლოებით 20%-მდე დანაკარგი გვაქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ ხდება არასწორი შენახვა და დასაწყობება პროდუქციის. ამიტომ, ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს და საბოლოოდ ძალიან კარგ სარგებელს მოუტანს მოსახლეობას", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. ეკონომიკური საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
| Print |
FaceBook Twitter Google