ეკონომიკა
კახეთის რეგიონში რთველის შედეგად, 80 მილიონ ლარამდე შევიდა - ოთარ დანელია
"რთველის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, რეგიონებში 91 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, ხოლო უკვე ჩაბარებულია ყურძნის რეკორდული რაოდენობა - 133 000 ტონაზე მეტი", - ანგარიში რთველის შესახებ პრემიერ-მინისტრს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარუდგინა. ოთარ დანელიას ინფორმაციით, რთველი კახეთში დასასრულს უახლოვდება და შტაბი რამდენიმე დღეში დაიხურება, ხოლო რაჭაში, სადაც რთველი წარმატებით მიმდინარეობს, უკვე ჩაბარებულია 400 ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის საშუალო ფასი რაჭაში 5 ლარია. მინისტრის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, კახეთის რეგიონში წელს, რთველის შედეგად, 80 მილიონ ლარამდე შევიდა.
| Print |
FaceBook Twitter Google