ეკონომიკა
ვის შეუძლია მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება
დღეიდან რეგიონის მოსახლეობას  შესაძლებლობა ეძლევა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით qartuli.ge და  ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე დაფინანსებას ითვალისწინებს. ბიზნეს იდეის წარდგენა მსურველებს 31 მარტამდე შეეძლებათ.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

- ბიზნეს იდეის წარდგენა ვებგვერდზე qartuli.ge აპლიკაციის ფორმის შევსების გზით
- ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი
- დამუშავებული ბიზნეს გეგმის წარდგენა
-საბოლოოდ არჩეული ბიზნეს გეგმების თანადაფინანსება
-ბიზნესის კეთებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდში მინიმუმ 1500 ბენეფიციარის დაფინანსება და 3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება იგეგმება.

კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა აქვს პირს, რომელიც სრულწლოვანია (18 წელს მიღწეული) , არის საქართველოს მოქალაქე , არ არის საჯარო მოხელე, არ არის სსიპ მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე განაცხადის შეტანის მომენტში და აცხადებს მზაობას ბიზნეს გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.


| Print |
FaceBook Twitter Google