ახალი ამბები
ცვლილებები პროგრამაში-"აწარმოე საქართველოში"
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ  სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საწარმოების შესაქმნელად, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა 150 000 ლარითა (ნაცვლად 250 000 ლარისა) და 75 000 დოლარით (ნაცვლად 150 000 დოლარისა) განისაზღვრება.

"სახელმწიფო პროგრამაში შესწორებები შედის. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დასაფინანსებელი საწარმოების ზღვარს დაბლა ვწევთ. სესხის მინიმალური მოცულობა იქნება 150 00 ლარის და 75 000 დოლარის ექვივალენტი,"- აღნიშნა პრემიერმა.


მისივე თქმით, სესხების გაცემა არა მარტო ლარში, არამედ უცხოურ ვალუტაში სასტუმროების აშენება/გაფართოების პროგრამის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდება .



| Print |
FaceBook Twitter Google