ეკონომიკა
30-40 მილიონი ლარი სტუდენტთა ბიზნესიდეების დასაფინასებლად
საპარტნიორო ფონდთან ერთად სპეციალური ორგანიზაცია ჩამოყალიბდება, რომელიც სტუდენტების და სხვა პირების ბიზნესსაწყის იდეებს ყოველგვარი საბანკო გარანტიების გარეშე დააფინანსებს. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ინიციატივის ინიცირება მთავრობის სხდომაზე მოხდება და პროექტისთვის დაახლოებით, 30–40 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

ეკომნომიკის სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბიზნესიდეა /