ეკონომიკა
ბიზნესგანაცხადების რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა
„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ბიზნესგანაცხადების მიღების ვადამ რამდენიმე დღით გადაიწია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების მიღება 31 მარტის ნაცვლად 5 აპრილს დასრულდება.

სამინისტროს შენობაში 28 მარტს, დილის საათებში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად სერვერი qartuli.ge დაზიანდა, აპლიკანტები დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ. ხანძრამდე მიღებული ყველა განაცხადი შენახულია.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ვებგვერდზე არსებული ტექნიკური ხარვეზი გამოსწორებულია, შესაბამისად, აპლიკაციის შევსება და ბიზნეს იდეების დარეგისტრირება უკვე შესაძლებელია.







| Print |
FaceBook Twitter Google