ეკონომიკა
სურსათის სააგენტომ საკონდიტრო "ტკბილი გემო" დახურა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორებმა  თბილისში, კრწანისის ქ. N3 განთავსებულ საკონდიტრო საცხობს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ი.მ. ,,ლალი არუნაშვილი“-ს საკონდიტროში დამზადებული სურსათი სარეალიზაციო ობიექტში „ტკბილი გემოს“ დასახელებით იყიდებოდა. არაგეგმური ინსპექტირებისას 30-მდე არაკრიტიკული და 2 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა.

"კერძოდ, შენობა არ იძლევა დასუფთავებისა და დეზინფიცირების საშუალებას, დარღვეულია ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა და შენობა საჭიროებს რეკონსტრუქციას; ოთახში, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი, არ ხდება იმ აღჭურვილობების და მოწყობილობების რეცხვა-დეზინფექცია, რომელიც უშუალო შეხებაშია სურსათთან.
ამ კრიტიკული და სხვა არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორს აეკრძალა საქმიანობის გაგრძელება და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა."-
განმარტავენ სააგენტოში.




| Print |
FaceBook Twitter Google