ეკონომიკა
"კახური ტრადიციული მეღვინეობის" ახალი პროექტი ველისციხეში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში "კახური ტრადიციული მეღვინეობა" კონიაკის სახდელ ქარხანას აშენებს. პროექტში კომპანიამ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.


არხნის გახსნა აგვისტოს ბოლოს არის დაგეგმილი. აქ ყურძნის გადამუშავება იქნება შესაძლებელი, საიდანაც საკონიაკე სპირტი გამოიხდება.

კომპანიას ველისციხეში კიდევ ერთი ქარხანა ეკუთვნის. იგი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი დანადგარებითა და ტექნიკით, უჟანგავი ფოლადის ცისტერნებითა და სამაცივრო მეურნეობით. მისი წარმადობა გათვლილია 5000 ტონა ყურძნის მიღება–გადამუშავებაზე.

შეგახსენებთ, რომ "კახური ტრადიციული მეღვინეობის" გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად მოიაზრება "ქართული ოცნებიდან". როგორც speqtri.ge-სთვისაა ცნობილი, საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.


| Print |
FaceBook Twitter Google