ეკონომიკა
მიკრო და მცირე მეწარმეებზე გაცემული გრანტი აღარ დაიბეგრება
სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში მიღებული საგრანტო დაფინანსებიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ.
ცვლილება“გრანტების შესახებ” კანონში შედის.  საქმე ეხება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ ფიზიკურ პირზე ან ჯგუფებზე გაცემულ 5 000 ლარს.

ცვლილება ეხება მხოლოდ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროექტს და მისი ინიცირება გასულ წელს მოხდა. სახელმწიფოს მხარდაჭერილი ბიზნესები არ დაიბეგრებიან საშემოსავლო გადასახადით. კანონი პარლამენტში გადის პროცედურებს. კონცეფციიდან გამომდინარე, ის შეეხება ამ პროგრამის ყველა ბენეფიციარს.
ამით დამატებითი სტიმული შეექმნება მეწარმეს, რომ რეგიონებში მოახდინოს საკუთარი იდეების მატერიალიზაცია და კომერციალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის მეწარმე მიიღებს 5000 ლარს, რომელიც არ დაიბეგრება”,
– განაცხადა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ოთარ  ანთიამ.

მისივე თქმით, პროგრამით დაფინანსება 1000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო, პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია და ის საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google