ეკონომიკა
პრემიერმინისტრი ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაციაზე გურჯაანში
ამ წუთებში საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გურჯაანში შპს "BOLERO &COMPANY"-ს და შპს "გრუზვინპრომის" ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაციაზე იმყოფება.

"BOLERO &COMPANY"-მ მოღვაწეობა საკონიაკე სპირტების წარმოების სფეროში 2012 წლიდან დაიწყო.
რაც შეეხება გრუზვინპრომს, 1929 წელს დაარსდა და ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა საქართველოში.

პრეზენტაციას ესწრებიან "BOLERO &COMPANY"-ს პარტნიორები საფრანგეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან.
აქვე გაიმართება ღვინისა და ბრენდის დეგუსტაცია. ასევე, ხელი მოეწერება თხუთმეწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ პარტნიორ ფრანგულ კომპანიასთან.

| Print |
FaceBook Twitter Google