ეკონომიკა
"400 მილიონ ლარზე მეტი შევიდა ოჯახებში მევენახეობა-მეღვინეობიდან"- პრემიერი [Photo-Video]
დღეს გურჯაანში შპს "BOLERO &COMPANY"-ს და შპს "გრუზვინპრომის" ალკოჰოლური სასმელების ქარხნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, ასევე "BOLERO &COMPANY"-ს პარტნიორები საფრანგეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან.

პრეზენტაციის ფარგლებში ღვინისა და ბრენდის დეგუსტაცია მოეწყო, ხელი მოეწერა თხუთმეწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ პარტნიორ ფრანგულ კომპანიასთან.

საკონიაკე სპირტების წარმოების სფეროში "BOLERO &COMPANY"-მ მოღვაწეობა 2012 წლიდან დაიწყო. რაც შეეხება გრუზვინპრომს, იგი 1929 წელს დაარსდა და ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა საქართველოში.




| Print |
FaceBook Twitter Google