ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ტურისტული ინფრასტრუქტურა თხუთმეტწლიანი იჯარით გაიცემა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე
მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა (კაფეტერია და სასტუმროს ნომრები)
სარგებლობაში გადასაცემად აუქციონზე გამოიტანა.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია დააზღვიოს სარგებლობაში გადაცემული
ქონება და უზრუნველყოს გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი წესრიგის,
დასუფთავების და სახანძრო უსაფრთხოების დაცვა.
გამარჯვებული ვალდებულია 15 ივლისამდე უზრუნველყოს ლაგოდეხის
აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე ვიზიტორთა ცენტრის ფუნქციონირების
დაწყება, 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა განახორციელოს არანაკლებ 60 000
ლარის ინვესტიცია, აუქციონში გამარჯვებული ყოველწლიურად იხდის
არნაკლებ 16 575 ლარს.
აუქციონი დღეს სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები