ეკონომიკა
რატომ არ გაატარეს საბაჟოზე 18,5 ტონა ქართული ატამი
"როსსელხოზნადზორმა" 18,5 ტონა ქართული ატამი საბაჟოზე არ გაატარა. უწყების ცნობით, შემოწმების დროს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხილი საშიშ კარანტინულ მავნებელს, "აღმოსავლურ ნაყოფჭამიას"  შეიცავდა.
ამ მიზეზით მათ  18,5 ტონა ატმის რუსეთის ტერიტორიაზე შეტანა აკრძალეს.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, „როსსელხოზნადზორის“ მიერ დაწუნებულ ქართულ ატამს ლაბორატორიული კვლევას ჩაუტარებს. მათივე თქმით, მომხდარი ფაქტი რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საბაჟო / ატამი /