ეკონომიკა
გურჯაანს ორ თვეში ახალი ბაზარი ექნება
გურჯაანში რუსთაველის ქუჩაზე ბაზრის მშენებლობა თვე ნახევრის წინ დაიწყო და სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

„ეს იქნება მაღალი სტანდარტების სამსართულიანი შენობა, რომლის პირველ სართულზეც გაიყიდება ხორცი და ბოსტნეული, მეორეზე განთავსდება ტექნიკის მაღაზია, მესამე სართულს რას დავუთმობთ, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. პარალელურად, აშენდება მეორე ნაგებობა, რომელიც დაიყოფა სექციებად და ყველანაირ პირობას შევქმნით პროდუქციის სუფთად და ხარისხიანად შესანახად,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბიზნესმენმა ზაზა ლაზაშვილმა.

მისივე თქმით, ახლადაშენებული ბაზარი ერთნაირად კომფორტული იქნება როგორც მყიდველისთვის, ასევე თავად მოვაჭრეებისთვის და გადასახადიც მინიმალური დაწესდება.

| Print |
FaceBook Twitter Google