ეკონომიკა
დედოფლისწყაროში 1850 ტონა ყურძენი მოიკრიფა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რთველი უკვე დაიწყო. როგორც speqtri.ge-ს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის 1850 ტონა ყურძენია გადამუშავებული.
-" ჯერჯერობით ყურძენს დედოფლისწყაროსა და წნორში ორი სახელმწიფო ქარხანა იბარებს. ამ დროსთვის გადამუშავებულაი 750 ტონა რქაწითელი და 1110 ტონა საფერავი."-
აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მევენახეები სუბსიდიის ჩათვლით საფერავს 1 ლარად, რქაწითელის ჯიშის ყურძენს კი 80 თეთრად აბარებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთვლის პროცესში წელს 100-მდე ღვინის კომპანია ჩაერთვება.

| Print |
FaceBook Twitter Google