ეკონომიკა
სამგზავრო მატარებელი კახეთში _ უტოპია თუ უახლოესი მომავალი?!
ლანა გულოშვილი
კახეთის რკინიგზაზე, პირველმა მატარებელმა 1914 წლის 22 სექტემბერს გაიარა. 1915 წლიდან კი ინტენსიურად მოძრაობდა, როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მატარებელი. რკინიგზის გაყვანა, ილია ჭავჭავაძის დისშვილის, კოტე აფხაზის და თავადაზნაურთა თაოსნობით მოხერხდა. 2 წელიწადში კახეთის რკინიგზა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, თუმცა ფაქტობრივად, 90-იანი წლებიდან ჩვენს რეგიონში სამგზავრო მატარებელი აღარ ფუნქციონირებს. ამ პრობლემით საზოგადოება `გურჯაანი~ დაინტერესდა. დაახლოებით 4 წლის წინ მათ სამგზავრო მატარებლის აღდგენის მსურველთა 3 ათასამდე ხელმოწერა მოაგროვეს.
რამდენიმე დღის წინ "სპექტრის" რედაქციას საზოგადოება "გურჯაანის" წევრი _ ოთარ ჭილაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილისადმი მიწერილი წერილის გამოქვეყნება გვთხოვა. "უფალო, საქართველოს პრეზიდენტო! მოგესალმებით, თქვენთანაა მთელი კახეთის მოსახლეობა, მადლიერნი თქვენი ინიციატივისა: აღორძინდეს კახეთი! ამასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გვესახება რკინიგზის, ხმელეთზე ყველაზე იაფი ტრანსპორტის, რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია კახეთში, მხედველობაში გვაქვს თბილისი-თელავის სარკინიგზო ხაზის აღდგენა-მოდერნიზაცია. რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია კახეთში ტურიზმის განვითარებისათვის. ღრმად პატივისცემით, საზოგადოება "გურჯაანის~ სახელით-ოთარ ჭილაშვილი."
ოთარ ჭილაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ რკინიგზა მთელი კახეთისთვის, საქართველოსთვის ნათელი მომავლის გზაა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. "რკინიგზას წმინდა ფინანსური მიმართულებითაც სტრატეგიული მნიშნულება აქვს. ეს იქნება ტურისტების მოზიდვა თუ სხვა. თუნდაც მოვიყვანოთYშემდეგი მაგალითი. უბრალო გლეხს, შრომისმოყვარე ადამიანს, რომელსაც თავისი მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაცია სურს, თუნდაც საქართველოს ტერიტორიაზე, ვერ ახერხებს, რადგან საწვავის მაღალი ფასის გამო ტრანსპორტირება ძვირი უჯდება. მატარებელი კი ხმელეთზე, ყველაზე იაფი გადამყვანი საშუალებაა. დამისახელეთ ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყანა, სადაც სარკინიგზო ტრანსპორტი არ მუშაობს. განსაკუთრებით ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, ვინაიდან არ გვაქვს ნავთობი. სამაგიეროდ, ხომ გვაქვს ელექტროენერგია. ელექტრო წნევაზე რკინიგზის ფუნქციონირება ქვეყნისთვის უდიდესი შეღავათია,"~ _ გვითხრა ოთარ ჭილაშვილმა. საზოგადოება "გურჯაანის" თავმჯდომარე ნუგზარ ნიკოლაშვილი "სპექტრთან" საუბარში აღნიშნავს, მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კახეთის რკინიგზის კაპიტალური შეკეთება იგეგმება. "ამ პრობლემის მოგვარების პროცესში ჩვენ 90-იანი წლებიდან აქტიურად ვართ ჩართულები. ჯერ კიდევ აკაკი ჩხაიძის დროს ვიყავით მასთან და ვთხოვეთ სამგზავრო მატარებლის აღდგენა. სავარაუდოდ, დაახლოებით ერთ თვეში იწყება რკინიგზის რეკონსტრუქცია, ბაზას კაჭრეთში ამზადებენ. იქნება შემდეგი სადგურები საგარეჯო, კაჭრეთი, გურჯაანი, თელავი. მთავარი ის არის, რომ ეს უნდა იყოს ჩქაროსნული მატარებელი. ბოლო პერიოდში 2000 წელს თელავი-თბილისის მარშრუტი ფუნქციონირებდა, თუმცა მგზავრობა 10-12 საათს გრძელდებოდა და რა თქმა უნდა, მატარებლით გადაადგილების სურვილი მოსახლეობას აღარ ჰქონდა. თელავი-თბილისის მონაკვეთს თუ 3 საათში დაფარავს და გურჯაანი-თბილისს კი 2,5 საათში, ამ ტრანსპორტით ბევრი ისარგებლებლებს. პირადად მე აუცილებლად მატარებლით ვიმგზავრებ," _ გვითხრა ნუგზარ ნიკოლაშვილმა.
ის გულისტკივილით აღნიშნავს, რომ საწყენია კახეთის რკინიგზის ფუნქციის მოშლა და სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობა, მაშინ როცა დასავლეთ საქართველოს ყველა მსხვილი ქალაქი დედაქალაქს მატარებლის საშუალებით უკავშირდება და არა მარტო დასავლეთ საქართველო."დღესდღეობით სურამი-ხაშურის რეისიც ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ კახელებმა რა დავაშავეთ?! იმედია, მართლა დაიწყება რეგიონში ამ მიმართულებით მუშაობა." გურჯაანის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კახეთში რკინიგზის აღდგენა უმნიშვნელოვანესია და ეს ტრანსპორტირების ხარჯს უდავოდ შეამცირებს, რომელიც მათი ოჯახის ბიუჯეტზე დადებითად აისახება. "კოტე აფხაზი სულელი ხომ არ იყო კახეთში რკინიგზა რომ გამოიყვანა?! გლეხებისა და სოფლის მეურნეობის განვითრებისთვის ძალან მნიშვნელოვანია და დიდი შეღავათიც იქნება. გასულ წლებში, როდესაც კახეთის რკინიგზა მუშაობდა, მოსახლეობას ყურძენი, თუ სხვა პროდუქტი ბაზარზე მატარებლით გადაჰქონდა და ამ ტრანსპორტის საშუალებით უკავშირდებოდნენ დედაქალაქს. დღეს, როგორც სხვა ყველაფერი, მგზავრობაც გაძვირებულია და მოსახლეობის უმრავლესობა სამარშრუტო ტაქსებით ვერ სარგებლობს, პროდუქტი სარეალიზაციოდ ვერ მიაქვს. ზოგჯერ მძღოლებიც არ აძლევენ ტვირთის ატანის უფლებას. გლეხი რაც უფრო იაფად ჩაიტანს ქალაქში გასაყიდ პროდუქტს, რა თქმა უნდა, მისი ღირებულებაც ხელმისაწვდომი იქნება. აუცილებელია კახეთში სამგზავრო მატარებლის აღდგენა," _ გვითხრა გურჯაანში მცხოვრებმა დათო მაჭარაშვილმა.
ასე ფიქრობს საზოგადოების უმრავლესობა. სარკინიგზო მაგისტრალი, ხელს შეუწყობს დედაქალაქთან სისტემატიურ კავშირს, რასაც საწვავის გაძვირებისა და შესაბამისად, მგზავრობის ღირებულების გაზრდის გამო ხშირად ბევრი მოქალაქე ვერ ახერხებს. "ძალიან კარგი იქნება, თუკი რკინიგზის რეკონსტრუქცია მართლა დაიწყება. ზაფხულსა და შემოდგომაზე ხალხი ხილ-ბოსტნეულს ბაზარზე იაფად წაიღებს, ასევე კახეთში იაფად შემოვა დასავლეთში მოყვანილი პროდუქტი. ზამთარში კი როდესაც ამინდის გაუარესების გამო მანქანებს უჭირთ გადაადგილება, ლოკომოტივით ამის პრობლემა აღარ შეიქმნება," _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანელმა ნოდარ გოჩიაშვილმა.
საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო 100%-იანი წილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს. ჩვენ შევეცადეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზის სამმართველოსთვის მიგვემართა (ვინაიდან რკინიგზის ადგილობრივ სტრუქტურებში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ) და გაგვერკვია, უახლოეს მომავალში ნამდვილად იგეგმება თუ არა კახეთის რკინიგზის რეაბილიტრაცია და ამ მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნა. თუმცაღა ამ ეტაპზე სამმართველოს ვერც ერთი წარმომადგენლისგან ოფიციალური ინფორმაცია ვერ მივიღეთ. როგორც რკინიგზის სამმართველოს პრესსამსახურის უფროსმა ირმა სტეფნაძემ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგვაწვდის. მოსახლეობა იმედს იტოვებს, რომ სახელმწიფო მათ სურვილსა და მოთხოვნას გაითვალისწინებს და კახეთის რკინიგზის აღდგენა უტოპიად არ იქცევა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 25 °C
img
საგარეჯო 16 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 24 °C
img
სიღნაღი 15 / 26 °C
img
ლაგოდეხი 14 / 23 °C
img
ყვარელი 16 / 25 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.