ახალი ამბები
კახეთში ახალი გზების პროექტირება იწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტში კახეთში ახალი გზების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტების მოსამზადებლად ფინანსური წინადადებები გაიხსნა. პროექტირების დასრულების შემდეგ თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის მიმართულებით 80 კილომეტრიანი, წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით კი 40 კილომეტრიანი გზა აშენდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, სივრცითი მოწყობის შემადგენელი მონაკვეთების, თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის გზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი, ხოლო თბილისი-საგარეჯოსა და საგარეჯო-ბაკურციხის გზებისთვის დეტალური პროექტის დოკუმენტი მომზადდება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, აღნიშნული გზები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.


| Print |
FaceBook Twitter Google